Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა სერბიის


დღეს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა სერბიის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვლაიკო სტოილკოვიჩმა

დღეს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა სერბიის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვლაიკო სტოილკოვიჩმა
– მას შემდეგ, რაც იუგოსლავიის პარლამენტმა მოიწონა კანონი, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილ პირთა გადაცემას გაეროს ეგიდით მოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალისთვის. სტოილკოვიჩმა თავი პარლამენტის შენობაში, ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა. იგი იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის ერთ-ერთ უახლოეს თანამოაზრედ ითვლებოდა. ცხარე დებატების შემდეგ ხსენებული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა იუგოსლავიის პარლამენტის ქვედა პალატის 80-მა დეპუტატმა. წინააღმდეგი იყო 39 პარლამენტარი. გუშინ კანონპროექტი პარლამენტის ზედა პალატამაც მოიწონა.
XS
SM
MD
LG