Accessibility links

logo-print

დღეს ძალაში შევიდა ხელშეკრულება გაეროს


დღეს ძალაში შევიდა ხელშეკრულება გაეროს საერთაშორისო სასამართლოს შექმნის თაობაზე. ეს სასამართლო სამხედრო დანაშაულებში ბრალდებულთა საქმეებს განიხილავს.

დღეს ძალაში შევიდა ხელშეკრულება გაეროს საერთაშორისო სასამართლოს შექმნის თაობაზე. ეს სასამართლო სამხედრო დანაშაულებში ბრალდებულთა საქმეებს განიხილავს.
დოკუმენტს ხელი 66-მა ქვეყანამ მოაწერა. სასამართლო მუშაობას შეუდგება 2003 წლის 1 ივლისს ჰააგაში, სადაც უკვე მოქმედებს ტრიბუნალი, რომელიც ბალკანეთში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს განიხილავს. რამდენიმე ქვეყანამ უარი განაცხადა ხელშეკრულების რატიფიკაციაზე. მაგალითად, შეერთებული შტატები შიშობს, რომ სასამართლო, შესაძლოა, პოლიტიკური მოტივით გამოიყენონ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG