Accessibility links

logo-print

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში


თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ოსმან დურმუში პოსტზე ხანგრძლივად მყოფ მინისტრთა ათეულშია და ამ თავისებური რეკორდსმენობის აღნიშვნა მას, როგორც ჩანს, დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის საქართველოში ვიზიტის დამასრულებელ პრეს-კონფერენციაზე მან კმაყოფილებით აღნიშნა, რომ თურქეთის დღევანდელ, 57-ე, მთავრობაში 8 მინისტრი გამოიცვალა, ჯანდაცვის მინისტრის სავარძელი კი მაინც მას ერგო.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ოსმან დურმუში, ბიზნესმენებისაგან შემდგარი დელეგაციის თანხლებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოწვევით, 5 დღის განმავლობაში იმყოფებოდა საქართველოში. მისი ვიზიტის ფარგლებში ქართული მხარის მიერ კიდევ ერთხელ ოფიციალურად გამოიკვეთა საქართველოს ჯანდაცვის ობიექტების პრივატიზების პროცესში თურქული მხარის მონაწილეობისათვის მზაობა, თურქული ინვესტიციების ქართულ ბიზნესში მოზიდვის სურვილი და ქართულ-თურქული სამედიცინო წრეების დაახლოების პერსპექტიულობა. ვიზიტის დამასრულებელ დღეს, 12 აპრილს, თურქმა და ქართველმა ჯანდაცვის მინისტრებმა ზოგადად მოხაზეს ის სფეროები, სადაც შესაძლებელია ურთიერთთანამშრომლობა. ეს სფეროებია: სამედიცინო განათლება, ტექნიკური აღჭურვილობა, მათ შორის, ტექნიკური დახმარება, საკუთრივ მედიცინა და ა. შ. სამედიცინო ინსტიტუტის ბაზაზე, მაგალითად, ორი თურქული კლინიკის თანამონაწილეობით, ერთობლივი ქართულ-თურქული კლინიკა გაიხსნება; კერძო თურქული კლინიკა გაიხსნება თბილისის ონკოლოგიურ საავადმყოფოშიც; დაახლოებით, 25-30 ქართველი ექიმი და ექთანი ყოველწლიურად გაივლის სტაჟირებას თურქეთის სამედიცინო ცენტრებში, გამოიყოფა ტექნიკური დახმარება რეგიონული საავადმყოფოებისათვის და ა. შ. - კონკრეტულ გეგმებზე საუბარი, ბატონი დურმუშის განცხადებით, მიზანშეწონილი იქნება მისი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ანუ, როცა დახმარების მოცულობა უშუალოდ თურქეთის მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად დადგინდება.

სამწუხაროდ, თურქი ჯანდაცვის მინისტრის საქართველოში ვიზიტისას არ გამართულა მოლაპარაკებები ქართული მხარისათვის, კერძოდ კი, ქართული მოსახლეობისათვის, ისეთ მტკივნეულ საკითხებზე, როგორიცაა არალიცენზირებული დაბალხარისხოვანი თურქული საკვები პროდუქტით ქართული ბაზრის გაჯერება და საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის ამ მხრივ მიყენებული ზიანი.

[ოსმან დურმუშის ხმა]-
XS
SM
MD
LG