Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მოქმედი სამშვიდობო


აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მოქმედი სამშვიდობო ძალების სარდლის, ალექსანდრ ევტეევის განცხადებით, რუსმა მშვიდობისდამცველებმა დღეს კოდორის ხეობა დატოვეს.

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მოქმედი სამშვიდობო ძალების სარდლის, ალექსანდრ ევტეევის განცხადებით, რუსმა მშვიდობისდამცველებმა დღეს კოდორის ხეობა დატოვეს.
ევტეევის თქმით, რუსი სამხედრო მოსამსახურეები ამ რაიონში პატრულირებას ახდენდნენ, რათა გაერკვიათ, როგორ სრულდება კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეებს შორის 2 აპრილს ხელმოწერილი ოქმის პირობები. სარდალი ამტკიცებს, რომ პატრულირების შედეგად გამოვლინდა საქართველოს მხარის მიერ ოქმის პირობების დარღვევის ფაქტები, რის შესახებაც რუსეთის მხარე აცნობებს აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელს დიტერ ბოდენს. ვითარების გასაცნობად დღეს კოდორის ხეობაში გაემგზავრნენ სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ჩხეიძე, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი ბარამიძე და დეპუტატი ვასილ მაღლაფერიძე.
XS
SM
MD
LG