Accessibility links

გაეროს უშიშროების საბჭომ, საქართველოს დელეგაციის


გაეროს უშიშროების საბჭომ, საქართველოს დელეგაციის თხოვნით, დღეს გამართულ დახურულ სხდომაზე კოდორის ხეობაში შექმნილი ვითარება განიხილა.

გაეროს უშიშროების საბჭომ, საქართველოს დელეგაციის თხოვნით, დღეს გამართულ დახურულ სხდომაზე კოდორის ხეობაში შექმნილი ვითარება განიხილა.
გაეროს მეთვალყურეთა მისიის ცნობებზე დაყრდნობით ინფორმაცია გააკეთა სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ ჰედი ანაბიმ, რომლის განცხადებით, კოდორის ხეობაში მშვიდობისდამცველთა 80-კაციანი რაზმის გადასროლით უხეშად დაირღვა არსებული შეთანხმებები, რამაც საფრთხე შეუქმნა სამშვიდობო პროცესს. სხდომის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ რუსეთის მხარე სათანადო დასკვნებს გააკეთებს და შეასრულებს პირობას კოდორის ხეობიდან სამშვიდობო შენაერთის გაყვანის თაობაზე. ხეობაში რუსეთის დესანტის უნებართვოდ გადასხმასთან დაკავშირებით გაეროში საქართველოს წარმომადგენელი პეტრე ჩხეიძე შეხვდა გაეროში აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის ელჩებსა და გაეროს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორს ჟან-მარი გინოს.
XS
SM
MD
LG