Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდენტებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ედუარდ


სტუდენტებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ კოდორის ხეობაში მომხდარი ინციდენტი

სტუდენტებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ კოდორის ხეობაში მომხდარი ინციდენტი
არ უნდა გახდეს რუსეთთან ურთიერთობის რადიკალურად გამწვავების მიზეზი. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. დღეს, დაახლოებით 17 საათზე, ედუარდ შევარდნაძე ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, რომელმაც დაადასტურა მოსკოვის გადაწყვეტილება კოდორის ხეობიდან სამშვიდობო ძალების გაყვანის თაობაზე. ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება.
XS
SM
MD
LG