Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის


პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ კოდორის ხეობაში შესული რუსეთის შვეულმფრენების ჩამოგდების შესაძლებლობა არსებობდა,

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ კოდორის ხეობაში შესული რუსეთის შვეულმფრენების ჩამოგდების შესაძლებლობა არსებობდა,
მაგრამ არ იყო შესაბამისი ბრძანება შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისგან. პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გამოსვლისას, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ რუსეთის შვეულმფრენის ჩამოგდება “სიბრიყვე იქნებოდა”, რადგან ამ ნაბიჯს სისხლისღვრა მოჰყვებოდა. რუსეთს კი სწორედ ეს სურსო, დასძინა ბარამიძემ. მისივე თქმით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა არ დაუშვას საქართველოში ამერიკელი სამხედროების შესვლა.
XS
SM
MD
LG