Accessibility links

logo-print

ქაბულიდან მიღებული ცნობების თანახმად, დღეს


ქაბულიდან მიღებული ცნობების თანახმად, დღეს საღამოსთვის ვარდაკის პროვინციაში შეწყდა ბრძოლები, რომლებიც ორი დღის წინათ დაიწყო.

ქაბულიდან მიღებული ცნობების თანახმად, დღეს საღამოსთვის ვარდაკის პროვინციაში შეწყდა ბრძოლები, რომლებიც ორი დღის წინათ დაიწყო.
ავღანეთის ისლამური პრესის სააგენტოს ინფორმაციით, საველე მეთაურების – ნანგალისა და მუზაფარუდინის – რაზმებს შორის მომხდარ შეტაკებებში დაიღუპა, სულ ცოტა, ცხრა, ხოლო დაიჭრა 12 ადამიანი. ნანგალიმ საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა ვარდაკის პროვინციის დიდი ნაწილი (ეს პროვინცია დედაქალაქ ქაბულის დასავლეთით მდებარეობს). დღესვე, ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინიტრომ გამოაცხადა, რომ დაპატიმრებულ იქნა უშიშროების მხარდამჭერ საერთაშორისო ძალებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი შვიდი პირი. წუხელ განხორციელებული ამ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
XS
SM
MD
LG