Accessibility links

logo-print

ბუდაპეშტის ცენტრში ნახევარ მილიონამდე ადამიანმა


ბუდაპეშტის ცენტრში ნახევარ მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა უნგრეთის მმართველი “ახალგაზრდა დემოკრატთა კავშირის” წინასაარჩევნო მიტინგში.

ბუდაპეშტის ცენტრში ნახევარ მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა უნგრეთის მმართველი “ახალგაზრდა დემოკრატთა კავშირის” წინასაარჩევნო მიტინგში.
ეს მიტინგი, უნგრეთში ბოლო წლებში ჩატარებული პოლიტიკური ღონისძიებებიდან, ყველაზე ხალხმრავალი იყო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, “ახალგაზრდა დემოკრატთა კავშირის” ლიდერმა ვიქტორ ორბანმა თავის მომხრეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მემარჯვენე-ცენტრისტული ორიენტაციის “ახალგაზრდა დემოკრატთა კავშირმა” კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარცხი განიცადა. წარმატება ხვდა ოპოზიციურ სოციალისტურ პარტიას, რომლის პოპულარობა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, სულ უფრო იზრდება. კენჭისყრის მეორე ტური 21 აპრილს მოეწყობა.
XS
SM
MD
LG