Accessibility links

logo-print

წუხელ კიევში, ქალაქის ცენტრალურ სინაგოგაზე


წუხელ კიევში, ქალაქის ცენტრალურ სინაგოგაზე მოხდა თავდასხმა.

წუხელ კიევში, ქალაქის ცენტრალურ სინაგოგაზე მოხდა თავდასხმა.
შეძახილებით ”დასცხეთ ურიებს” ფეხბურთის 50-დე გულშემატკივარმა ქვები დაუშინა შენობას, და როგორც დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოთა კორესპონდენტები იუწყებიან, 17 ფანჯარა ჩალეწა. სინაგოგის შესასვლელთან სასტიკად იქნა ნაცემი ებრაული სკოლის დირექტორი ცვი კაპლანი, აგრეთვე მისი ვაჟი და სკოლის მცველი. ამ ხულიგნურ თავდასხმაში ”არ ყოფილა რაიმე ანტისემიტური”-განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრმა. თავდასხმის ათამდე მონაწილე დაკავებულია.
XS
SM
MD
LG