Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს ქალი რომელსაც


ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს ქალი რომელსაც, წაყენებული ბრალდების თანახმად, საროსკიპო ჰქონდა გახსნილი.

ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს ქალი რომელსაც, წაყენებული ბრალდების თანახმად, საროსკიპო ჰქონდა გახსნილი.
ჩინეთის საინფორმაციო წყაროების ცნობით, ქალი - გუანდუნის პროვინციაში დახვრიტეს სხვა დამნაშავეებთან ერთად. ამ სამხრეთი პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრის, გუანჩჟოუს სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ასევე კიდევ რამდენიმე ბრალდებულს. პარასკევს, სასამართლომ ხუნანის პროვინციაში დახვრეტა მიუსაჯა შვიდ მამაკაცს, რომლებიც მკვლელობებში, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ასაფეთქებელ ნივთიერებათა უკანონო გამოყენებაში სცნო დამნაშავედ. სისრულეში მოყვანილი სასიკვდილო განაჩენების რაოდენობით ჩინეთი პირველ ადგილზეა მთელს მსოფლიოში.
XS
SM
MD
LG