Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამდღიანი კოკისპირული წვიმების შედეგად გამოწვეულმა


სამდღიანი კოკისპირული წვიმების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ცენტრალური ირანის დაბა ტაბასში.

სამდღიანი კოკისპირული წვიმების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ცენტრალური ირანის დაბა ტაბასში.
იაზდის პროვინციაში, პარასკევს, ადიდებულმა მდინარეებმა ვეებერთელა ტერიტორია დატბორა. პროვინციის დასახლებულ პუნქტებში შეწყვეტილია გაზისა და სასმელი წყლის მიწოდება. სააგენტო ირნას ცნობით, ძლიერი ღელვის შედეგად კასპიის ზღვაში დღეს ირანის სამი ტრაულერი ჩაიძირა, მაგრამ დაღუპულთა შესახებ ცნობაში არაფერია ნათქვამი. ორასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10,000-ზე მეტი უასახლკაროდ დარჩა ჩრდილო-აღმოსავლეთ ირანში გასულ აგვისტოს მომხდარი წყალდიდობის შედეგად.
XS
SM
MD
LG