Accessibility links

logo-print

ირანი უარყოფს ცნობას იმის შესახებ


ირანი უარყოფს ცნობას იმის შესახებ, რომ მან შეწყვიტა თანამშრომლობა გაეროს უწყებასთან,

ირანი უარყოფს ცნობას იმის შესახებ, რომ მან შეწყვიტა თანამშრომლობა გაეროს უწყებასთან,
რომელიც მეთვალყურეობას უწევს, თუ როგორ ასრულებენ ხელმომწერი ქვეყნები ბირთვული გამოცდების ამკრძალავი საერთაშორისო ხელშეკრულების პირობებს. ხსენებული უწყების წარმომადგენელმა ვენაში , აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ თეირანმა იანვარში შეუწყვიტა მას რეგულარული ინფორმაციის მიწოდება ბირთვული გამოცდების ამკრძალავი ხელშეკრულების პირობათა შესრულების შესახებ. ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროს ვენის უწყებაში ფირუზ ჰუსეინიმ განაცხადა, რომ მოყოლებული 2000 წლის იანვრიდან, როცა ვენაში ბირთვული გამოცდების აკრძალვის სამეთვალყურეო უწყება შეუდგა საქმიანობას, ირანი რეგულარულად აწვდის მას სათანადო ინფორმაციას.
XS
SM
MD
LG