Accessibility links

logo-print

საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებს ხელისუფლების სათავეში


საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებს ხელისუფლების სათავეში დაბრუნებულ ვენესუელის პრეზიდენტს ჰუგო ჩავესს

საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებს ხელისუფლების სათავეში დაბრუნებულ ვენესუელის პრეზიდენტს ჰუგო ჩავესს
– დაიცვას დემოკრატიული პრინციპები და ყველა ღონე იხმაროს ქვეყანაში სტაბილურობის აღსადგენად. შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში კონდოლიზა რაისმა გამოთქვა იმედი, რომ ჩავესი – საკუთარი შეცდომების გამოსწორებას შეეცდება. ესპანეთის მთავრობამ, რომელიც ევროკავშირს თავმჯდომარეობს ამჟამად განაცხადა, რომ ჰუგო ჩავესმა დიალოგი უნდა დაიწყოს ოპოზიციურ ძალებთან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ კრიზისი ვენესუელაში, მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით მოგვარდება. პარასკევს გადაყენებული ჰუგო ჩავესი დღეს დაბრუნდა პრეზიდენტის სასახლეში, კარაკასში, რომელიც იერიშით აიღეს მისმა მომხრეებმა.
XS
SM
MD
LG