Accessibility links

logo-print

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ


ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ნათესავები იმ პალესტინელებისა,

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ნათესავები იმ პალესტინელებისა,
რომლებიც ლტოლვილთა ბანაკ ჯენინში დაიღუპნენ ისრაელის ჯარის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე განხორციელებული სამხედრო ოპერაციის დროს, დაუშვან დახოცილთა გვამებთან. ამგვარი გადაწყვეტილება ისრაელის პარლამენტის, კნესეტის ორი არაბი დეპუტატის სარჩელის საფუძველზე იქნა მიღებული. არაბმა დეპუტატებმა პროტესტი გამოთქვეს ისრაელის სარდლობის გადაწყვეტილების გამო, ძმათა საფლავში დაემარხათ ყველა მოკლული პალესტინელი. შეერთებული შტატების მთავრობამ მოუწოდა ისრაელის ხელისუფლებას დაუშვას ჯენინში ჰუმანიტარულ ორგანიზაციათა თანამშრომლები, რომლებმაც დახმარება უნდა მიაწოდონ ბანაკში მცხოვრებ ლტოლვილებს.
XS
SM
MD
LG