Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუგოსლავიის ყოფილ ვიცე-პრემიერს ნიკოლა შაინოვიჩს


იუგოსლავიის ყოფილ ვიცე-პრემიერს ნიკოლა შაინოვიჩს განზრახული აქვს, ნებაყოფლობით წარდგეს ჰააგის ტრიბუნალის წინაშე.

იუგოსლავიის ყოფილ ვიცე-პრემიერს ნიკოლა შაინოვიჩს განზრახული აქვს, ნებაყოფლობით წარდგეს ჰააგის ტრიბუნალის წინაშე.
ამის შესახებ დღეს გამოაცხადა სერბიის იუსტიციის მინისტრმა ვლადან ბატიჩმა. ტრიბუნალმა შაინოვიჩს წაუყენა ბრალდება კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენის მუხლით. ეს ბრალდება 1999 წლის კოსოვოს კონფლიქტს უკავშირდება. გაეროს ეგიდით მოქმედი ტრიბუნალის წინაშე, ასევე ნებაყოფლობით, წარდგება იუგოსლავიის არმიის ყოფილი სარდალი დრაგოლიუბ ოიდანიჩიც. გასულ კვირაში იუგოსლავიის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც შესაძლებელს ხდის ჰააგის ტრიბუნალისთვის სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილ პირთა გადაცემას.
XS
SM
MD
LG