Accessibility links

ედუარდ შევარდნაძე დადებითად აფასებს კოდორის


ედუარდ შევარდნაძე დადებითად აფასებს კოდორის ხეობაში შექმნილი არეულობის დროს თბილისში ვიზიტად მყოფი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ბორის პასტუხოვის მოქმედებას.

ედუარდ შევარდნაძე დადებითად აფასებს კოდორის ხეობაში შექმნილი არეულობის დროს თბილისში ვიზიტად მყოფი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ბორის პასტუხოვის მოქმედებას.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, სხვა შემთხვევებისაგან განსხვავებით, პასტუხოვმა ამჯერად კონსტრუქციული პოზიცია დაიკავა და ვითარების განმუხტვაში გარკვეული წვლილიც შეიტანა. თბილისში ბორის პასტუხოვის სტუმრობა დაკავშირებული იყო მოლაპარაკებებთან რუსეთსა და საქართველოს შორის “ჩარჩო-ხელშეკრულების” მომზადების მიზნით. შევარდნაძის თქმით, თვით მოლაპარაკება მთლიანობაში კეთილგანწყობილად წარიმართა და, მართალია, იგი დროებით შეწყდა, მაგრამ მალე განახლდება.
XS
SM
MD
LG