Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მოქმედი სამშვიდობო


აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მოქმედი სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებმა კოდორის ხეობის ზედა ნაწილში საქართველოს საჯარისო შენაერთები და მრავალრიცხოვანი შეიარაღებული სამოქალაქო პირები აღმოაჩინეს.

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მოქმედი სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებმა კოდორის ხეობის ზედა ნაწილში საქართველოს საჯარისო შენაერთები და მრავალრიცხოვანი შეიარაღებული სამოქალაქო პირები აღმოაჩინეს.
ამის შესახებ დღეს სოხუმში ჟურნალისტებს განუცხადა დსთ-ის კოლექტიური სამშვიდობო ძალების სარდალმა ალექსანდრ ევტეევმა. მისი თქმით, გასულ კვირაში განხორციელებული პატრულირების შედეგად გამოვლენილი ფაქტები ცხადყოფს, რომ საქართველოს მხარე უხეშად არღვევს მიღწეულ შეთანხმებებს. რუსი გენერლის ცნობით, მშვიდობისდამცველთა პატრული დაბრუნდა სოფელ აჟარიდან და ამჟამად საბაზო ბანაკში იმყოფება.
XS
SM
MD
LG