Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო


დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერის პირველ მოადგილეს ლუბოვ სლისკას შეხვდა.

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერის პირველ მოადგილეს ლუბოვ სლისკას შეხვდა.
თბილისში გამართული მოლაპარაკებისას, ბურჯანაძემ წამოჭრა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მოქმედი სამშვიდობო ძალებისთვის მანდატისა და ფორმატის შეცვლის საკითხი. ბურჯანაძის თქმით, 12 აპრილს კოდორის ხეობაში მომხდარმა ფაქტმა მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველოს საზოგადოების დამოკიდებულება სამშვიდობო ძალების მიმართ. ლუბოვ სლისკამ აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოწვეული არ არის თბილისის პროდასავლური კურსით. სლისკას თქმით, დასავლურ კურსს, უპირველეს ყოვლისა, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები ადგანან, მაგრამ ესტონეთთან და ლიტვასთან რუსეთს უკეთესი ურთიერთობა აქვს, ვიდრე საქართველოსთან.
XS
SM
MD
LG