Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ისრაელში დაბრუნდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ისრაელში დაბრუნდა.
დღეს მან ბეირუთსა და დამასკოში მოლაპარაკებები გამართა ლიბანისა და სირიის ხელმძღვანელობასთან. ლიბანის ლიდერებთან შეხვედრისას ვაშინგტონის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ექსტრემისტული დაჯგუფება ”ჰისბოლას” მებრძოლები ლიბანის ტერიტორიიდან განაგრძობენ იერიშების მიტანას ისრაელის სასაზღვრო დასახლებებზე. კოლინ პაუელის თქმით, ”ჰისბოლას” ამ იერიშებს, შესაძლოა, მოჰყვეს ომი მთელს ახლო აღმოსავლეთში. ისრაელში დაბრუნების შემდეგ პაუელმა განაცხადა, რომ სულაც არ არის აუცილებელი, პალესტინელთა ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო კონფერენციაში, რომლის ჩატარების იდეა ისრაელის პრემიერ-მინისტრს არიელ შარონს ეკუთვნის. სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს კონფერენცია მინისტრების დონეზე შეიძლება მოეწყოს.
XS
SM
MD
LG