Accessibility links

ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია ”ამნესტი


ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია ”ამნესტი ინეტერნეიშნელმა” დღეს მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, გამოიკვლიოს ჯენინში,

ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია ”ამნესტი ინეტერნეიშნელმა” დღეს მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, გამოიკვლიოს ჯენინში,
პალესტინელ ლტოლივლთა ბანაკში ადამიანის უფლებების დარღვევები. ამჟამად ”ამნესტი” თავად ატარებს გამოძიებას მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ”როცა ადამიანთა სიკვდილის მიზეზები ნათელი არ არის, აუცილებელია მიუკერძოებელი გამოძიება ყველა მხარესთან თანამშრომლობით.” პალესტინელები ამბობენ, რომ ისრაელის ჯარებმა ასობით ადამიანი მოკლეს ბანაკში. ისრაელი აცხადებს, რომ 3 აპრილს განხორციელებული იერიშის დროს მოკლეს მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი, ძირითადად შეირაღებული მებრძოლები. ჰუმანიტარული ორგანიზაციების ცნობით, ჯენინში ათასობით ლტოლვილი საჭიროებს საკვებს, სასმელ წყალსა და სამედიცინო დახმარებას.
XS
SM
MD
LG