Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდების მთავრობა დღეს სრული შემადგენლობით


ნიდერლანდების მთავრობა დღეს სრული შემადგენლობით გადადგა მას მერე, რაც გამოქვეყნდა 1995 წელს ბოსნიაში მუსულმანების მასობრივ ხოცვასთან დაკავშირებული გამოკვლევის შედეგები.

ნიდერლანდების მთავრობა დღეს სრული შემადგენლობით გადადგა მას მერე, რაც გამოქვეყნდა 1995 წელს ბოსნიაში მუსულმანების მასობრივ ხოცვასთან დაკავშირებული გამოკვლევის შედეგები.
დამოუკიდებელი კომისიის ანგარიშში, რომელიც გასულ კვირაში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ქალაქ სრებრენიცაში 7 500 მუსულმანის დაღუპვისთვის პასუხისმგებლობა ნაწილობრივ ეკისრება ნიდერლანდების მთავრობას. მთავრობამ – ვკითხულობთ ანგარიშში – თავის მშვიდობისდამცველებს შეუძლებელი ამოცანა დაუყენა და ინსტრუქცია არ მისცა თავის ჯარისკაცებს, თუ როგორ უნდა ემოქმედათ საგანგებო ვითარებაში. დოკუმენტი პასუხისმგებლობას აკისრებს გაეროსაც, რომელმაც სრებრენიცა უსაფრთხო ზონად გამოაცხადა. მიუხედავად ამისა ქალაქში შევიდა ბოსნიელ სერბთა არმია და ხოცვა-ჟლეტა მოაწყო. ნიდერლანდებში მორიგი საპარლამენტო არჩევნები 15 მაისს უნდა შედგეს.
XS
SM
MD
LG