Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და პენტაგონის


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და პენტაგონის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და პენტაგონის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან
თედო ჯაფარიძესთან გამართულ კონსულტაციებზე დაადასტურეს მზადყოფნა აშშ-ის მიერ ქართული ანტიტერორისტული ძალების მომზადების პროგრამის უახლოეს მომავალში რეალიზაციისათვის. როგორც პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საჭირო იქნება კიდევ რაღაც დრო, რადგან აშშ-ის სამხედრო ინსტრუქტორები სერიოზულად ემზადებიან საქართველოში ჩამოსვლისათვის. კერძოდ, მისი თქმით, ინსტრუქტორების პირველმა ჯგუფმა ქართული ენის სპეციალისტები მიიწვია, რათა შემდგომში გაუადვილდეთ ქართულ სამხედრო ნაწილებში ადაპტაცია.
XS
SM
MD
LG