Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი


გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებაში დიტერ ბოდენი აცხადებს,

გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირებაში დიტერ ბოდენი აცხადებს,
რომ გაეროს წარმომადგენლობა სერიოზულად მუშაობს დივერსიული აქტების მოწყობის მცდელობის ბრალდებით უშიშროების მიერ სამშაბათს ზუგდიდის რაიონში დაკავებული ინგა სელენკოვას შვილის უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც სოხუმში იმყოფება.
პრაიმ-ნიუსთან ინტერვიუში დიტერ ბოდენმა თქვა, რომ საკითხი საკმაოდ დელიკატურია და ამიტომ დეტალების დასახელებისაგან თავს შეიკავებს. სოხუმელი 31 წლის ინგა სელენკოვა საქართველოს უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში დააკავეს. დაკავებულმა უკვე მისცა აღიარებითი ჩვენება, რომელშიც იგი აცხადებს, რომ მარტში მას დაუკავშირდნენ სოხუმის მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი ალმასბეი ქჩაჩი და სხვა მაღალჩინოსანი წარმომადგენლები, რომლებმაც საცხოვრებელი სახლის მიცემისა და 5 წლის შვილთან შეხვედრის სანაცვლოდ ზუგდიდში დივერსიული აქტების მოწყობა შესთავაზეს. მისი შვილი კი ამჟამად სოხუმში ერთ-ერთ ნათესავთან იმყოფება და როგორც ინგა სელენკოვა აცხადებს, მისი დაკავების გამო ბავშვს შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას.
XS
SM
MD
LG