Accessibility links

logo-print

სოხუმში აცხადებენ, რომ არა აქვთ


სოხუმში აცხადებენ, რომ არა აქვთ განზრახული ჯარების შეყვანა საქართველოს მხარის მიერ კონტროლირებად კოდორის ხეობის ტერიტორიაზე.

სოხუმში აცხადებენ, რომ არა აქვთ განზრახული ჯარების შეყვანა საქართველოს მხარის მიერ კონტროლირებად კოდორის ხეობის ტერიტორიაზე.
როგორც პრაიმ-ნიუსს უთხრა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ვალერი არშბამ, თუ აპრილის ბოლომდე თბილისი არ შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს კოდორის ხეობიდან სამხედრო ფორმირებების, მათ შორის გვარდიელების და მესაზღვრეების, გაყვანის თაობაზე, აფხაზეთი ამ რეგიონის ბლოკირებას მოახდენს და ამისათვის მძიმე ტექნიკას და არტილერიასაც გამოიყენებს. ეს იმისთვის გაკეთდება, რომ ქართველმა სამხედროებმა ვერ მოახერხონ აფხაზეთის სიღრმეში შესვლა, თქვა მან.
არშბას განცხადებით, 12 აპრილს დსთ-ის კოლექტიურმა სამშვიდობო ძალებმა კოდორის ხეობაში დააფიქსირეს როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო შეიარაღებული პირები. ამასთან, ვალერი არშბას გამართლებულად მიაჩნია 12 აპრილს კოდორში სამშვიდობო ძალების მოქმედება, რომლებსაც მანდატი არ დაურღვევიათ. კოდორის ხეობაში გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მონიტორინგისათვის აუცილებელია მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ამიტომ მშვიდობისდამცველებმა იქ სტაციონალური სამეთვალყურეო პუნქტი უნდა გახსნან, განუცხადა პრაიმ-ნიუსს ვალერი არშბამ.
XS
SM
MD
LG