Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ახალგაზრდული პროფაშისტური ორგანიზაციის წევრებმა


მოსკოვში ახალგაზრდული პროფაშისტური ორგანიზაციის წევრებმა მოკლეს ავღანეთის მოქალაქე.

მოსკოვში ახალგაზრდული პროფაშისტური ორგანიზაციის წევრებმა მოკლეს ავღანეთის მოქალაქე.
მას მერე რაც 15 აპრილს სასტიკად სცემეს მოსკოვის ცენტრში, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ავღანეთის საელჩომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა ნოტა, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსკოვში ავღანელებს გამუდმებით ესხმიან თავს ნაციონალისტურად განწყობილი ახალგაზრდები და, ამასთან, ისინი სამართალდამცავი ორგანოების უკანონო ქმედებების მსხვერპლი ხდებიან. უცხოელებზე თავდასხმებით ექსტრემისტები აპრილში, ყოველ წელს აღნიშნავენ ადოლფ ჰიტლერის დაბადების დღეს. მოსკოვში უსაფრთხოების საგანგებო ზომებია შემოღებული.
XS
SM
MD
LG