Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა დღეს რაიმე საგრძნობი წარმატების გარეშე დაასრულა ისრაელისა და პალესტინელთა ლიდერებთან მოლაპარაკებები ზავის შესახებ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა დღეს რაიმე საგრძნობი წარმატების გარეშე დაასრულა ისრაელისა და პალესტინელთა ლიდერებთან მოლაპარაკებები ზავის შესახებ.
ამერიკაში დაბრუნებამდე მან ეგვიპტისა და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართა შეხვედრა. იასირ არაფატთან შეხვედრის შემდეგ პაუელმა თქვა, რომ პალესტინელთა ლიდერმა უფრო მეტი უნდა გააკეთოს ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. [პაუელის ხმა] ”თავმჯდომარე არაფატთან შეხვედრისას გარკვევით ვთქვი, რომ მან და პალესტინელთა ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტონ ორაზროვნად ლაპარაკი. მათ უნდა გადაწყვიტონ, ისევე როგორც მთელმა მსოფლიომ გადაწყვიტა, რომ ტერორიზმს ბოლო უნდა მოეღოს. არაფატმა ეს მესიჯი თავის ხალხს უნდა გადასცეს. მან დავალება უნდა მისცეს თავის უშიშროების სამსახურებს, რომ დააპატიმრონ და გაასამართლონ ტერორისტები, ძირი გამოუთხარონ ტერორიზმის დაფინანსებას, დაშალონ ტერორისტების ინფრასტრუქტურა და შეწყვიტონ წაქეზება”, განაცახა პაუელმა. მან დასძინა, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს სამხედრო აქციები პალესტინელთა ტერიტორიებზე. მისი სიტყვებით, ისრაელის ჯარები მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელთა უშიშროების ორგანოებს ხელს უშლის ტერაქტების წინააღმდეგ ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG