Accessibility links

logo-print

ნიდერლანდების მთავრობა გადადგა სრებრენიცაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებით


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა 1995 წლის ივლისში ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში ბოსნიელი სერბების ჯარისკაცებმა ბოსნიელი სერბი გენერლის რატკო მლადიჩის მეთაურობით ბოსნიელ მუსულმანთან ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს.

მოკლულ იქნა 8 ათასი მამაკაცი და მოზარდი. ამ დროს მშვიდობისდამცველების როლს 110 ჰოლანდიელი ჯარისკაცი ასრულებდა.

საკითხი ნიდერლანდის პასუხისმეგბლობის შესახებ მაშინვე აღიძრა. ამ ერთი კვირის წინ ნიდერლანდის სამხედრო დოკუმენტაციის დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ხუთწლიანი გამოძიების ანგარიში, რომელშიც ტრაგედიისთვის პასუხიმგებლობა ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრის უიმ კოკის მთავრობას დააკისრა. შედეგად, ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი და მისი კოალიციური კაბინეტი გადადგა.

პრესა, როგორც ჰოლანდიაში, ისე მთელს მსოფლიოში, ამ ნაბიჯს დადებითად შეხვდა. ლონდონში გამომავალი გაზეთი “ინდეპენდენტი” წერს: “ახლა, როცა მსოფლიოში პოლიტიკასა და პოლიტიკოსებს უჩვეულოდ დაბალი რეიტინგი აქვთ, ჰოლანდიის მთავრობის მთელი შემადგენლობით გადადგომა მორალური მლსაზრებებით, საოცარია და მსგავსი ნაბიჯებისკენ მოწოდებას წარმოადგენს.

1995 წლის ივლისში, როცა დაიწყო გენერალ მლადიჩის მეთაურობით ბოსნიელი სერბების ძლევამოსილი ძალების შეტევები, დაახლოებით 30 ათასმა ბოსნიელმა მუსლიმანმა გაეროს მიერ უსაფრთხო ზონად გამოცხადებულ სრებრენიცას შეაფარა თავი. მლადიჩი შევიდა ანკლავში და მოაწყო ხოცვა-ჟლეტა.

როცა ამ ამბავმა გარე სამყაროს მიაღწია, ჰოლანდიის მთავრობამ განაცხადა, რომ მას არავითარი ბრალი არ მიუძღვის, და რომ 110 მსუბუქად შეიარაღებულ მშვიდობისდამცველს არ შეეძლო ბოსნიელ სერბებთან გამკლავება.

საზოგადოება ამ ახსნამ არ დააკმოყოფილა. ხუთი წლის წინ კოკის მთავრობამ, საზოგადოების ზეწოლით, დავალა ნიდერლანდის სამხედრო დოკუმენტაციის ინსტიტუტს საქმის გამოძიება. გამოძიების დასკვნების თანახმად, ჰოლანდიის მთავრობამ 1993 წელს გაგზავნა თავისი ჯარისკაცები ბოსნიაში პრესტიჟის მოსაზრებებით, საქმეში ჩაუხედავად. ინსტიტუტი აცხადებს, რომ ჰოლანდიელმა მშვიდობისდამცველებმა არაფერი მოიმოქმედეს თავშესაფრის მაძიებელთა დასაცავად და ხელს უწყობნენ კიდევაც ანკლავიდან მათ გაძევებას. ხოლო ჰოლანდიის უმაღლესიმა სამხედრო მეთაურობამ ყოველი ღონე იხმარა, რათა დაემალა ტრაგედიის დეტალები.

ყველაფერი ეს ადრეც იყო ცნობილი. იგივე ინფორმაცია გამოქვეყნებულ იქნა ორგანიზაციის მიერ სახელწოდებით “მშვიდობის ეკლესიათაშორისი საბჭო”, რომელმაც საკუთარი გამოძიება ჩაატარა. გამოკვლევის ავტორმა დიონ ვან დენ ბერგმა ჩვენს რადიოსთან საუბარში თქვა, ბოლო გამოძიებამ მთავრობა ჩაახედა სარკეში, სადაც მან თავისი მახინჯი სახე დაინახაო.

ვან დენ ბერგი თვლის, რომ საჭიროა სრებრენიცას ხოცვა-ჟლეტის საპარლამენტო გამოძიების ჩატარება. მისი სიტყვით, საზოგადოებას და, განსაკუთრებით, სრებოენიცას ხოცვა-ჟლეტაში გადარჩენილებს არ აინტერესბთ რას აკეთებდა სამხედრო მეთაურობა ფაქტების მისაჩქმალად.
[ვან დენ ბერგის ხმა] “მათ არ აინტერესებთ 93 წლის გადაწყვეტილებები. მათ არ აინტერესებთ, რა გზით ცდილობდნენ მაღალი რანგის ჰოლანდიელი გენერლები თავდაცვის მინისტრისა და პარლამენტის შეცდომარში შეყვანას 95 წლის ივლისის შემდეგ. მათ აინტერესებთ პასუხი შეკითხვაზე: რატომ ვერ მოხერხდა მათი ქმრების, მათი შვილებისა და მათი მამების გადარჩენა.”

ვან დენ ბერგის თქმით, ეკლესიათაშორისი საბჭო მოუწოდებს კოკს წავიდეს ბოსნიაში და აუხსნას ბოსნიელებს, რა მოხდა და რის გაკეთებას აპირებს ნიდერლანდის ხელისუფლება ამასთან დაკავშირებით.

წამყვანი ჰოლანდიური გაზეთის”ჰეტ ფინანსელე დაგბლადის” რედაქტორი, მიკილ გოუდსვარდი ამბობს, რომ ჰოლანდიელები კმაყოფილები არიან, რომ კოკი გულწრფელად მოქმედებდა, როცა განაცხადა გადადგომის შესახებ. კოკმა უკვე თქვა, რომ არ აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას მომავალ არჩევნებში, რომელიც 15 მაისს არის დანიშნული.
XS
SM
MD
LG