Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მომავალ კვირაში ისრაელის წარმომადგენლებთან


ევროკავშირი მომავალ კვირაში ისრაელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების დროს გამოვა მოწოდებით, დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში ისრაელის არმიის მოქმედებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირი მომავალ კვირაში ისრაელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების დროს გამოვა მოწოდებით, დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში ისრაელის არმიის მოქმედებასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ დღეს გამოაცხადა ევროკავშირმა, რომლის ხელმძღვანელები ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, შიმონ პერესს შეხვდებიან ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში. ჯენინის ბანაკი, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარეობს, ამ რეგიონში ისრაელის სამკვირიანი იერიშების დროს ყველაზე სისხლისმღვრელი შეტაკებების სარბიელი გახდა. პალესტინელები ირწმუნებიან, რომ ისრაელის ჯარებმა სიცოცხლეს გამოასალმეს ასობით მამაკაცი, ქალი და ბავშვი. მაგრამ ისრაელი აცხადებს, რომ მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იყო და რომ იერიში მიჰქონდათ მხოლოდ შეიარაღებულ პალესტინელებზე.
პალესტინელები და არაბული სახელმწიფოები მომხდარის გაეროს მიერ გამოძიებას მოითხოვენ. მოწოდებას მხარი აუბეს აგრეთვე ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, მერი რობინსონმა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეკ სტროუმ და ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ, ”ემნესტი ინტერნეშენელმა”. ახლო აღმოსავლეთში გაეროს წარგზავნილმა, ტერიე როდე ლარსენმა დღეს დაათვალიერა ჯენინის ბანაკი და მას ”წარმოუდგენლად საშინელი” სანახაობა უწოდა.
XS
SM
MD
LG