Accessibility links

logo-print

ავღანეთის ყოფილი მეფე, ზაჰირ შაჰი


ავღანეთის ყოფილი მეფე, ზაჰირ შაჰი 29-წლიანი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

ავღანეთის ყოფილი მეფე, ზაჰირ შაჰი 29-წლიანი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.
ყოფილი მონარქი უნდა გაუძღვეს ტრადიციულ საკრებულოს – ”ლოია ჯირგას”, რომელიც ივნისში აირჩევს გარდამავალი პერიოდის მთავრობას ამჟამინდელი, დროებითი მთავრობის შესაცვლელად. ზაჰირ შაჰი ავღანეთის დროებითი ლიდერის, ჰამიდ კარზაის თანხლებით ჩავიდა ქაბულში, სადაც მას ათასობით თანამემამულე შეეგება. კარზაიმ ყოფილი მეფის დაბრუნება”უშიშროებისა და სტაბილურობის” ნიშნად მოიხსენია. მაგრამ დღესვე ავღანეთში ძალადობის აქტები აღირიცხა: დილით, უშიშროების მრავალეროვანმა ჯარებმა სულ ცოტა 4 კანადელი ჯარისკაცი დაკარგეს, როცა ისინი, საწვრთნელი ვარჯიშების დროს შეცდომით დაბომბა ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა. დაიჭრა 8 ჯარისკაცი, მათგან 2 მძიმედ. კანადის თავდაცვის უწყების წარმომადგენლის, გენერალ რეი ჰენოლტის სიტყვებით: [ჰენოლტის ხმა] ”როგორ შეიძლება, ასეთი რამ მოხდეს, ჩვენთვის სრულიად გაუგებარია. ამას გამოძიება გამოარკვევს, ამ ეტაპზე კი ვარაუდს ვერ გამოვთქვამ. შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ კანადელები და ის, რასაც ისინი ხმელეთზე აკეთებდნენ, სწორად არ იყო იდენტიფიცირებული. აშკარად ეს იყო უბედური შემთხვევის მიზეზი.” ამ ინციდენტს არ უკავშირდება დღევანდელი აფეთქება სამხრეთ-აღმოსავლეთი ავღანეთის ქალაქ ხოსტის მთავარ ბაზარში. როგორც იუწყებიან, იქ 1 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია.
XS
SM
MD
LG