Accessibility links

logo-print

ნატოს მომავალი თვის სამიტზე რუსეთის


ნატოს მომავალი თვის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტსაც მიიწვევენ,

ნატოს მომავალი თვის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტსაც მიიწვევენ,
რათა ოფიციალურად მისცენ დასაბამი ნატოსა და რუსეთის ახალ ერთობლივ საბჭოს. ამის შესახებ ათენში ვიზიტის დროს გამოაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, ჯორჯ რობერტსონმა, რომლის თქმით, 28 მაისის სამიტით, რომელსაც იტალიის დედაქალაქი უმასპინძლებს, დაიწყება ახალი ეტაპი ყოფილი მეტოქეების ურთიერთობაში. მაგრამ, როგორც ბრიუსელში ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომის სამიტი დამოკიდებულია რეიკიავიკში 14-15 მაისის შეხვედრაზე, რომელზეც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატო-რუსეთის ერთობლივი საბჭოს ბოლო დეტალები უნდა განიხილონ. რობერტსონის თქმით, ახალი ერთობლივი საბჭო რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, ნატოს 19 წევრთან ერთად ჩამოაყალიბოს პოზიცია სამშვიდობო მისიების, ბირთვული თავდაცვისა და იარაღის გავრცელების აკრძალვის საკითხებში.
XS
SM
MD
LG