Accessibility links

logo-print

საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი, მალხაზ


საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი, მალხაზ კაკაბაძე პროტესტს გამოთქვამს ქართულ და აფხაზურ მხარეთა

საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი, მალხაზ კაკაბაძე პროტესტს გამოთქვამს ქართულ და აფხაზურ მხარეთა
29 მარტის შეხვედრის ოქმის – მისი სიტყვებით – ”არასწორი, ზოგ შემთხვევაში დამახინჯებული ინტერპრეტაციის” გამო. საინფორმაციო სააგენტო ”პრაიმ ნიუსისთვის” მიწოდებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეების მიერ 2 აპრილს თბილისში ხელმოწერილი ოქმი ”არავის აძლევდა უფლებას, განეხორციელებინა რაიმე ქმედებები და არ ითვალისწინებდა არაფერს, გარდა გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა და დესეთეს სამშვიდობო ძალების წარმომადგენელთა ერთობლივი პატრულირებისა, რომლის თაობაზე მხარეები აუცილებლად უნდა იყვნენ წინასწარ გაფრთხილებული.” ”პრაიმ-ნიუსის” ცნობით, განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ სრულად შეასრულა მოსკოვის 1994 წლის 14 მაისის შეთანხმებით და 2002 წლის 17 იანვრისა და 2 აპრილის ოქმებით ნაკისრი ვალდებულებები.
XS
SM
MD
LG