Accessibility links

logo-print

აშშ ნატოს "რაც შეიძლება, მასშტაბურ


აშშ ნატოს "რაც შეიძლება, მასშტაბურ გაფართოებას" ემხრობა.

აშშ ნატოს "რაც შეიძლება, მასშტაბურ გაფართოებას" ემხრობა.
ეს პოზიცია დღეს დაადასტურა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მარკ გროსმენმა. ის ნატოს ნოემბრის სამიტის დღის წესრიგზე მოსალაპარაკებლად ევროპის ცხრა ქვეყანაში მოგზაურობისას სამიტის მასპინძელს, პრაღასაც ეწვია და აღნიშნა: [გროსმენის ხმა]”ჩვენ, რაც შეიძლება, მასშტაბურ გაფართოებას ვემხრობით. როგორც პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა, ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ ქვეყნებს, რომლებიც ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე არიან გადაშლილი. ჩვენი აზრით, მათ თან უნდა ესმოდეთ, რომ ალიანსში გასაწევრიანებლად სამუშაო აქვთ გასაწევი. ჩვენ არ ვიწვევთ ამ ქვეყნებს სოფლის კლუბში – ჩვენ მათ სამხედრო ალიანსში ვიწვევთ.” ნატოში გაწევრიანების ყველაზე რეალურ კანდიდატებად ამჟამად მიჩნეული არიან ბალტიის ქვეყნები, სლოვაკია და სლოვენია. მაგრამ კანდიდატების სიაში შედიან აგრეთვე ბულგარეთი, რუმინეთი, ალბანეთი, მაკედონია და ხორვატია. საბერძნეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების დღევანდელი განცხადებებით, ისინი პრაღის სამიტზე მხარს დაუჭერენ ალიანსში ბულგარეთისა და რუმინეთის მიღებას.
XS
SM
MD
LG