Accessibility links

logo-print

ნინო ბურჯანაძე "დიდ შეცდომად" მიიჩნევს


ნინო ბურჯანაძე "დიდ შეცდომად" მიიჩნევს პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ რუსლან გელაევის დადებითად მოხსენიებას.

ნინო ბურჯანაძე "დიდ შეცდომად" მიიჩნევს პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ რუსლან გელაევის დადებითად მოხსენიებას.
როგორც საინფორმაციო საგენტო "პრაიმ-ნიუსი" იუწყება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გაზეთ ”ობშაჩაია გაზეტას” ხუთშაბათის ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ასევე შეცდომას უწოდებს ქართული მხარის მიერ პანკისის ხეობაში ჩეჩენი ბოევიკების ყოფნის უარყოფას. ბურჯანაძის თქმით, თუ ქართული ორგანოები ფლობდნენ ინფორმაციას ხეობაში ბოევიკთა ყოფნაზე, ამის შესახებ ”საჯაროდ უნდა გაცხადებულიყო”. იქვე სპიკერმა რუს მშვიდობისდამცველებთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით,”თუ რუქას შევხედავთ, ყველაზე გაუთვითცნობიერებული ადამიანიც კი დაინახავს, რომ რუსი სამხედროები დგანან არა როგორც სამშვიდობოები, არამედ როგორც მესაზღვრეები”.
XS
SM
MD
LG