Accessibility links

logo-print

აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში კმაყოფილია


აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში კმაყოფილია მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირიდან ისრაელის ჯარების გასვლის განრიგით.

აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში კმაყოფილია მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირიდან ისრაელის ჯარების გასვლის განრიგით.
ვაშინგტონში ამ შინაარსის განცხადებით გამოსვლამდე პრეზიდენტი შეხვდა სახელმწიფო მდივანს, კოლინ პაუელს, რომელმაც მას ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის დეტალები გააცნო. ბუშმა პაუელის ვიზიტს წარმატებული უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ პაუელის შეხვედრებს არ მოჰყოლია არც ისრაელსა და პალესტინელებს შორის ცეცხლის შეწყვეტა და არც პალესტინელების ტერიტორიებიდან ისრაელის ჯარების მთლიანად გაყვანა. დღესვე ბუშმა ისრაელს ჯარების გაყვანის გაგრძელებისაკენ მოუწოდა და დასძინა: [პრეზიდენტ ბუშის ხმა]:”პალესტინელების ხელმძღვანელობას ტერორის დაგმობა მართებს. ისრაელის ჯარები გადიან ჯენინიდან და ნაბლუსიდან და უნდა გააგრძელონ უკან დახევა. ხოლო მეზობლებმა რეგიონში უნდა დაგმონ ტერორი, გადაკეტონ ტერორის დაფინანსების წყაროები, და ნათელი გახადონ, რომ თვითმკვლელი მოიერიშეები წამებულები კი არ არიან, არამედ უდნაშაულო ადამიანებს ხოცავენ”.
XS
SM
MD
LG