Accessibility links

logo-print

გაეროს სამხედრო ტრიბუნალის გენერალური პროკურორი


გაეროს სამხედრო ტრიბუნალის გენერალური პროკურორი, კარლა დელ პონტე იმედოვნებს, რომ იუგოსლავიაში სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილები ნებაყოფლობით ჩაბარდებიან ჰააგის ტრიბუნალს.

გაეროს სამხედრო ტრიბუნალის გენერალური პროკურორი, კარლა დელ პონტე იმედოვნებს, რომ იუგოსლავიაში სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილები ნებაყოფლობით ჩაბარდებიან ჰააგის ტრიბუნალს.
დელ პონტეს ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე იუგოსლავიის მთავრობამ 23 ეჭვმიტანილს (ამ პირებზე ძებნაა გამოცხადებული) მოუწოდა, 3 დღეში ნებაყოფლობით ჩაბარდნენ ხელისუფლებას. დღესვე დელ პონტე მიესალმა იუგოსლავიის ახალ კანონს სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილების ჰააგის ტრიბუნალისათვის გადაცემის შესახებ. დელ პონტე ბელგრადში იმყოფება ბოსნიელი სერბი გენერლის, რატკო მლადიჩის დაპატიმრებისა და ჰააგისათვის გადაცემის მოსათხოვად. როგორც გაეროს ტრიბუნალის გენერალური პროკურორი ამბობს, მლადიჩი სერბიაში იმალება და მას სამხედროები მფარველობენ. მლადიჩს წაყენებული აქვს ბრალდება 1995 წელს ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში 7500-ზე მეტი მუსლიმანის გაჟლეტასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG