Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოფი ანანი ახლო აღმოსავლეთში მრავალეროვანი


კოფი ანანი ახლო აღმოსავლეთში მრავალეროვანი ჯარის განთავსებას მოითხოვს.

კოფი ანანი ახლო აღმოსავლეთში მრავალეროვანი ჯარის განთავსებას მოითხოვს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ ისრაელსა და პალესტინელებს არ ძალუძთ კონფლიქტის საკუთარი ძალებით მოწესრიგება და საბჭოს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს მრავალეროვანი ჯარის განთავსებას. ანანის აზრით, ეს არ უნდა იყოს გაეროს ცისფერჩაფხუტიანთა მისია, არამედ ჯარი, რომელიც თვალს ადევნებს ისრაელის ჯარების დაბრუნებას 18 თვის წინანდელ პოზიციებზე, თვალს ადევნებს ზავის დაცვას და ხელს შეუწყობს პალესტინელთა ხელმძღვანელობის მიერ უშიშროებისა და პოლიციის უნარიანი ძალების ჩამოყალიბებას. მოგვიანებით ანანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქმეში მიუკერძოებელი მესამე ძალის ჩარევას: [ანანის ხმა] ”მხარეები მარტო ვერ შეძლებენ მათ შორის უთანხმოებების მოგვარებას და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მათ აქტიურად და ეფექტიანად დაეხმაროს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა მარტო პოლიტიკურ ფრონტზე, არამედ კონფლიქტის ადგილზეც, რათა ბოლო მოვუღოთ სისხლისღვრას.”როგორც გაეროდან ჩვენი რადიოს კორესპონდენტი რობერტ მეკმეჰონი გვაუწყებს, გაეროს უშიშროების საბჭო უკვე შეუდგა ანანის ინიციატივის განხილვას.
XS
SM
MD
LG