Accessibility links

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა


იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა,

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა,
რომ გუშინდელი ინციდენტი მილანში, როცა ქალაქის უმაღლეს შენობას თვითმფრინავი შეეჯახა, ავარია იყო.
ავარიის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის პილოტი, ლუიჯი ფაზულო. დაშავდა სულ ცოტა 30 კაცი.
ლომბარდიის ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერის რობერტო ფორმიგონეს განცხადებით, გამოძიება გრძელდება. [ფორმიგონეს ხმა]
”შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ საქმე ეხება ავარიას. იმედი მაქვს, რომ მალე გვეცოდინება აქ მომხდარის დეტალები.¨
ავია-დისპეჩერები აცხადებენ, რომ ავარიამდე პილოტი იუწყებოდა თვითმფრინავის ბორბლების ჩამოშვებისსისტემაში პრობლემის შესახებ. მომხდარის მიზეზად ტერორიზმი გამოირიცხა.


XS
SM
MD
LG