Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია პალესტინელი


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია პალესტინელი ლტოლვილების ბანაკში ქალაქ ჯენინში შექმნილი ჰუმანიტარული სიტუაციით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია პალესტინელი ლტოლვილების ბანაკში ქალაქ ჯენინში შექმნილი ჰუმანიტარული სიტუაციით.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა თქვა, რომ ისრაელმა უნდა უზრუნველყოს ამის გამოსწორება.
პალესტინელთა ლიდერების თანახმად, ჯენინში უამრავი პალესტინელი დახოცეს ისრაელის ჯარისკაცებმა. ისრაელი აცხადებს, რომ დაიხოცა მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი, ისიც ტერორისტებისა და ისრაელის ჯარის შეტაკებაში. ისრაელის არ ემხრობა ამ საქმეში მესამე ძალის ჩარევას. დღეისათვის ჯენინში მიკვლეულია 39 მოკლულის ცხედარი.
ისრაელმა გამოაცხადა, რომ გაიყვანა თავისი ჯარი ჯენინიდან, მაგრამ პალესტინელთა თვითმმართველობის ინფორმაციის მინისტრის იასერ აბედ რაბოს თანამხად, ისრაელმა სრულად არ შეასრულა ის რეზოლუცია, რომელიც გაერომ მიიღო.
დღეს ესპანეთის საგარეო სამ ქეთა მინისტრმა ჯოსეპ პიკმა შეუერთა თავისი ხმა მოწოდებას, გამოიძიონ, თუ რა მოხდა ჯენინში.
XS
SM
MD
LG