Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს


შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს აუცილებლად მიაჩნია,

შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს აუცილებლად მიაჩნია,
რომ საგულდაგულოდ იქნეს გამოძიებული განვლილი სამი კვირის მანძილზე მომხდარი მოვლენები ქალაქ ჯენინის მახლობლად მდებარე ლტოლვილთა ბანაკში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, სადაც სისხლისმღვრელი შეტაკებები მოხდა ისრაელის ჯარსა და პალესტინელებს შორის. როგორც თეთრი სახლის პრეს-მდივანმა არი ფლაიშერმა განაცხადა, ბუშს მიაჩნია, რომ ფაქტების დადგენა მხოლოდ მიუკერძოებელი გამოძიებითაა შესაძლებელი. ესპანეთმა, რომელიც ევროკავშირს თავმჯდომარეობს ამჟამად, საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს მოუწოდა დაუყოვნებლივ ჩაერთონ ჯენინის რაიონში მიმდინარე მაშველ სამუშაოებში. საგანგებო სხდომაზე, პარასკევს, გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას ჯენინში საგანგებო მისიის გაგზავნის თაობაზე. შეერთებული შტატების წარმომადგენელმა მას შემდეგ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ არაა წინააღმდეგი გაეროს მისიის ყოფნისა ჯენინში.
XS
SM
MD
LG