Accessibility links

logo-print

წუხელ ქაბულში, დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა


წუხელ ქაბულში, დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა მრავალეროვან სამშვიდობო ძალებში მომსახურე ფრანგ ჯარისკაცებს გაუხსნეს ცეცხლი.

წუხელ ქაბულში, დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა მრავალეროვან სამშვიდობო ძალებში მომსახურე ფრანგ ჯარისკაცებს გაუხსნეს ცეცხლი.
ერთი ჯარისკაცი მსუბუქად დაიჭრა. როგორც სამშვიდობო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა განაცხადა, თავდასხმაში 4 ადამიანი მონაწილეობდა. ისინი მიიმალნენ. მშვიდობისდამცველებს მიღებული აქვთ ინფორმაცია, რომ ავღანეთის ამჟამინდელი დროებითი მთავრობის მონაწინააღმდეგეები სამშობლოში ხუთშაბათს დაბრუნებულ ავღანეთის ყოფილ მეფეზე, მოჰამად ზაჰირ შაჰზე ამზადებენ თავდასხმას. სახლი ქაბულის ცენტრში, სადაც ყოფილი მონარქი დაბინავდა, გაძლიერებული დაცვის ქვეშაა. ჯერჯერობით ზაჰირ შაჰი არავის არ ღებულობს. პარასკევს მან მამის - მეფე ნადირ შაჰის საფლავი მოინახულა.
XS
SM
MD
LG