Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა დღეს განაცხადა,

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა დღეს განაცხადა,
რომ რუსეთი მზადაა ევროპის საბჭოსთან ითანამშრომლოს ჩეჩნეთში ნორმალური ვითარების აღსადგენად. ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ვალტერ შვიმერთან მოსკოვში გამართული მოლაპარაკების დროს ივანოვმა კვლავ მოითხოვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ომის კონტექსტში აღიაროს ჩეჩნეთის კონფლიქტი. ივანოვის თქმით, მოსკოვის მიზანია ”რუსეთის პოლიტიკურსა და ლეგალურ იურისდიქციაში დააბრუნოს ჩეჩნეთი”. ევროპის საბჭოს მისია ორი წელია უკვე საქმიანობს ჩეჩნეთში.
XS
SM
MD
LG