Accessibility links

ვატიკანმა პროტესტი გამოთქვა დღეს იმის


ვატიკანმა პროტესტი გამოთქვა დღეს იმის გამო,

ვატიკანმა პროტესტი გამოთქვა დღეს იმის გამო,
რომ რუსეთის მთავრობამ ქვეყანაში დაბრუნების უფლება არ მისცა კთოლიკე ეპისკოპოსს. ვატიკანის წარმომადგენელმა ხოაქინ ნავარო-ვალსმა, ეპისკოპოს იეჟი მაზურის ფაქტობრივ გაძევებას რუსეთიდან, რელიგიის თავისუფლების ”მიუტევებელი დარღვევა” უწოდა. იეჟი მაზურს პარასკევს უთხრეს რუსეთში შესვლაზე უარი, როცა მშობლიურ პოლონეთში ხანმოკლე სტუმრობის შემდეგ მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში ჩაფრინდა ციმბირის ქალაქ ირკუტსკში გზად მიმავალი, სადაც 1998 წლიდან კათოლიკურ ეპარქიას ედგა სათავეში. მაზური იძულებული გახდა იმავე დღეს პოლონეთში დაბრუნებულიყო. რუსეთში მცხოვრებ კათოლიკეთა სულიერმა ლიდერმა, არქიეპისკოპოსმა ტადეუჟ კონდრიუშევიჩმა ანტიკათოლიკური კამპანიის გაჩაღებაში დაადანაშაულა დღეს რუსეთის მთავრობა. ერთი კვირის წინ, რუსეთის საემიგრაციო უწყების თანამშრომლებმა ქვეყანაში შესასვლელი ვიზა გაუუქმეს იტალიელ კათოლიკე მღვდელს სტეფანო კაპრიოს.
XS
SM
MD
LG