Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კვლავ მოუწოდა დღეს ისრაელს გაიყვანოს თავის ჯარი პალესტინელთა ტერიტორიებიდან,

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კვლავ მოუწოდა დღეს ისრაელს გაიყვანოს თავის ჯარი პალესტინელთა ტერიტორიებიდან,
ხოლო არაბულ ქვეყნებს ტერორიზმთან ”დაპირისპირების” აუცილებლობა შეახსენა. ამასობაში, პალესტინელთა ავტონომიის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ნაბილ შაათიმ უმოქმედობაში დაადანაშაულა დღეს შეერთებული შტატები იმ დროს, როცა ისრაელი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ”ბარბაროსობას” სჩადის მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. რუსეთის დესპანმა ახლო აღმოსავლეთში ანდრეი ვდოვინმა დღეს მოინახულა ჯენინის ლტოლვილთა ბანაკი, სადაც ისრაელის ჯარმა გამანადგურებელი იერიში წამოიწყო 29 მარტს. ვდოვინის თქმით, ჯენინი ”მიწასთანაა გასწორებული”. ადრე, შეერთებული შტატების წარგზავნილმა უილიამ ბერნსმა ჯენინში ნანახს ”ათასობით უდანაშაულო პალესტინელისთვის ჰუმანიტარული ტრაგედია” უწოდა.
XS
SM
MD
LG