Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მოქმედმა ადამიანის უფლებათა დამცველმა


რუსეთში მოქმედმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაცია ”მემორიალმა განაცხადა,

რუსეთში მოქმედმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაცია ”მემორიალმა განაცხადა,
რომ ჩეჩნეთში კვლავინდებურად ირღვევა მოქალაქეობრივი უფლებები. ამ ორგანიზაციის მონცემებით, გროზნოს მახლობლად მდებარე სოფელ ალხან-კალაში ამასწინანდელი საგანგებო ოპერაციის დროს რუსმა სამხედროებმა ორი მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს, 15 აწამეს, ხოლო მათი სახლები – დაწვეს. ალხან-კალის მერმა მალიკა უმაევამ ”მემორიალს” აცნობა, რომ რუსმა სამხედროებმა აიძულეს იგი ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომელიც ადასტურებს, რომ ეგრედ წოდებული ”წმენდის” დროს ადამიანის უფლებათა დარღვევებს არ ჰქონია ადგილი. ჩეჩნეთში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს დღეს მოსკოვში ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ვალტერ შვიმერმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა. შვიმერმა აღნიშნა, რომ ტერორიზმთან ბრძოლაზე ზედმეტია ლაპარაკი, როცა ჩეჩნეთში დემოკრატიული პრინციპები და ადამიანის უფლებები ირღვევა.
XS
SM
MD
LG