Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის ქალაქ ბილბაოს შემოგარენში დღეს


ესპანეთის ქალაქ ბილბაოს შემოგარენში დღეს მოხდა აფეთქება, მაგრამ არავინ დაშავებულა.

ესპანეთის ქალაქ ბილბაოს შემოგარენში დღეს მოხდა აფეთქება, მაგრამ არავინ დაშავებულა.
პოლიციის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩადებული იყო ავტომანქანაში, რომელიც იდგა ნეგურის უბანში, სადაც ბასკ სეპარატისტებს არაერთხელ მოუწყვიათ ტერორისტული აქტები. აფეთქებამ რამდენიმე სახლი დააზიანა. აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაზეთ ”გარას” რედაქციაში დარეკა უცნობმა პირმა და განაცხადა, რომ ყუმბარა ორგანიზაცია ”ეტას” წევრმა ბასკმა სეპარატისტებმა ჩადეს ავტომანქანაში. ამ დღეებში ესპანეთის მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი, რომელიც კანონგარეშედ აცხადებს ”ეტას” პოლიტიკურ ფრთას, პარტია ”ბატასუნას”. ბასკ სეპარატსტთა ტერორისტულმა აქტებმა განვლილი 30 წლის მანძილზე ესპანეთში 800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG