Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა,

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა,
რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონულიკრიზისი კვლავ სერიოზული რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის არმია გავიდა პალესტინელთა ქალაქებიდან, რითაც პაუელი კმაყოფილია. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის სამხედრო შეტევის დასასრულის შესახებ გამოაცხადა დღეს, მას შემდეგ, რაც ისრაელის არმიის გასვლა დაიწყო ნაბლუსიდან და რამალას ნაწილიდან. ისრაელის ჯარი რჩება რამალაში პალესტინელთა ლიდერის იასირ არაფათის რეზიდენციის გარშემო. ასევე არ გადის ისრაელის ჯარი ბეთლემიდან, სადაც მან ალყა შემოარტყა იესოს შობის ეკლესიას მიზეზით, რომ მასში 200-მდე შეიარაღებული პალესტინელია. დასავლელი ჟურნალისტების ცნობითი, მათ შორის შეირაღებულია მხოლოდ 30.
ევროპის კავშირის საგარეო საკითხთა კომისარმა კრის პატენმა ისრაელს ბრალი დასდო, რომ მან ტერორიზმის წინააღმდეგ კამპანიას სახელი გაუტეხა. მისი თქმით, ისრაელის ამ ოპაერაციის გამო დასავლელ მოკავშირეებს გაუჭირდებათ წინ აღუდგენენ ირაყის ლიდერს სადამ ჰუსეინს.
XS
SM
MD
LG