Accessibility links

ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფები პალესტინელთა


ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფები პალესტინელთა ბანაკში ჯენინში ისრაელის მიერ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას ადასტურებენ.

ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფები პალესტინელთა ბანაკში ჯენინში ისრაელის მიერ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას ადასტურებენ.

“ამნისტი ინტერნეშენელის” წარმომადგენელმა ხავიერ სუნიგამ, რომელიც ჯენინში ჩავიდა, თქვა, რომ დასტურდება საერთაშორისო კანონის ძალიან სერიოზული დარღვევა, მათ შორის საომარი დანაშაული.
იგივე დაადასტურა საერთაშორისო წითელი ჯვრის წარმომადგენლობამ.
ისრაელის ხელისუფლება არ იზიარებს ამ კრიტიკას, მათ შორის გაეროს წარმომადგენლის ტერიე რიოდ-ლარსენის ნათქვამს, რომელიც ანტიისრაელურად და ერთმხრივად შეფასდა. დღეს რიოდ ლარსენმა თავისი ბრალდება დაიცვა, განაცხადა რა, რომ მისი რეაქცია ისეთი იყო, როგორიც ადამიანს შეიძლებოდა ჰქონოდა. [რიოდ-ლარსენის ხმა] “რაც მე ვთქვი, აღწერა იყო იმისა, რაც განვიცადე, როცა ვიდექი იმ ნანგრევებთან, რასაც ადრე ლტოლვილთა ბანაკის ცენტრი ერქვა. ის აღვწერე რაც ვნახე, ვნახე, როგორ ამოჰქონდა ხალხს შიშველი ხელებით დეფორმირებული სხეულები ამ ნანგრევებიდან, ვნახე 12 წლის ბიჭის სხეული. და რაც მე გავაკეთე, იმას ეყრდნობოდა, რაც ვნახე, რაც გავიგონე და რაც ვიყნოსე, ის ვთქვი, რაც გამაოგნებელი და შემაძრწუნებელი იყო.”
XS
SM
MD
LG