Accessibility links

logo-print

ევროპის კავშირი მაღალი რანგის დელეგაციას


ევროპის კავშირი მაღალი რანგის დელეგაციას აგზავნის ახლო აღმოსავლეთში.

ევროპის კავშირი მაღალი რანგის დელეგაციას აგზავნის ახლო აღმოსავლეთში.
დელეგაციის წევრებმა მოლაპარაკება უნდა გამართონ პალესტინელთა ავტონომიის ლიდერთან იასირ არაფატთან, რომელიც კვლავინდებურად ბლოკირებულია მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ რამალაში. საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის კოორდინატორი ხავიერ სოლანა და კავშირის საგანგებო წარგზავნილი მიგელ ანხელ მორატინოსი ახლო აღმოსავლეთში დღეს ღამით მიემგზავრებიან. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებებზე ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შიმონ პერესთან და პალესტინელთა ავტონომიის წარმომადგენელთან ნაბილ შაათთან. ისრაელმა განაცხადა, რომ უზრუნველყოფს სოლანასა და მორატინოსის დაუბრკოლებელ სტუმრობას არაფატის რეზიდენციაში.
XS
SM
MD
LG