Accessibility links

logo-print

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში დაიწყო ხუთი


თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში დაიწყო ხუთი კასპიისზღვისპირა ქვეყნის ლიდერთა ორდღიანი სამიტი,

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში დაიწყო ხუთი კასპიისზღვისპირა ქვეყნის ლიდერთა ორდღიანი სამიტი,
რომლის მიზანია შეთანხმების მიღწევა ზღვის რესურსების დანაწილების თაობაზე. შეხვედრაში მონაწილეობენ თურქმენეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ირანის პრეზიდენტები. რუსეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი მოითხოვენ ზღვის რესურსების დანაწილებას იმის მიხედვით, თუ ვის რა სიგრძის სანაპირო ზოლი აქვს. ირანი კი, რომლის სანაპირო ზოლი სხვებისაზე მოკლეა, მოითხოვს, რომ ზღვა დაიყოს თანაბარ ნაწილებად. თურქმენეთი ამ ორ პოზიციას შორის მერყეობს. აშხაბადში სხვებზე ადრე ირანის პრეზიდენტი მოჰამად ხათამი ჩავიდა. თურქმენეთის ლიდერთან საფარმურად ნიაზოვთან შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ კასპიის ზღვის რეგიონის საქმეებში უცხო ქვეყნები არ უნდა ერეოდნენ, და რომ ზღვის რესურსების დანაწილება ზღვისპირა სახელმწიფოების საქმეა. დღესვე ნიაზოვმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ.
XS
SM
MD
LG